|
რა განსხვავებაა ბოტოქსსა და დისპორტს შორის?
ბოტოქსი და დისპორტი არის ერთი და იგივე პრეპარატის, - ”ა” ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო დასახელება.
ბოტოქსს აწარმოებს ფირმა ALLERGAN (აშშ), ხოლო დისპორტს - BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი).
ორივე პრეპარატი იწარმოება ფხვნილის სახით და საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს.
ინექციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ახლადდამზადებული ხსნარი, 24 საათის განმავლობაში.
დისპორტი, მიღების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მცირედ უფრო სტაბილური პრეპარატია და მისი მოქმედების ეფექტიც 1 თვით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბოტოქსის მოქმედება.
რა მოსდის ბოტოქსს ინექციის შემდეგ?
ინექციის შემდეგ 1 - 2 საათში ბოტოქსი აღწევს კუნთში, ხოლო მოგვიანებით, როგორც ნებისმიერი პროტეინი, ის იშლება ორგანიზმის მიერ და გამოიყოფა.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
პაციენტების უმრავლესობის მიერ ეს ინექციები აღიქმება, როგორც მწერის ნაკბენი. თქვენი ჩვეული აქტივობა პროცედურის შემდეგ არ ირღვევა.
რამდენად ხანგრძლივია ეფექტი?
ჩვეულებრივ 3-4 თვე პირველი ინექციის შემდეგ. განმეორებითი ინექციების შემდეგ ეფექტი შესაძლოა გახანგრძლივდეს 8 თვემდე. პროცედურების დროს გამოყენებული ბოტოქსის ერთეულების რაოდენობა განსხვავებულია ნაოჭების და კანის თავისებურებიდან გამომდინარე. მამაკაცებს, როგორც წესი, მეტი რაოდენობის პრეპარატი სჭირდებათ.
როდის დგება ბოტოქსის მოქმედების ეფექტი ინექციის შემდეგ?
პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-48 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს ინექციიდან 7-10 დღის შემდეგ.
რამდენად ხანგრძლივია პროცედურა?
უმეტესად პროცედურა ტარდება 10-15 წთ-ის განმავლობაში და ის საკმაოდ კომფორტულია. რაც მთავარია ადამიანი მაშინვე აგრძელებს თავის საქმიანობას და არ ეთიშება ცხოვრების ჩვეულ რითმს.
თუ არ მოხდა ინექციის გამეორება მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხომ არ მივიღებთ უარეს შედეგს?
თუნდაც ერთი ინექციის შემდეგ, ნამკურნალები უბანი უფრო მოშვებული ხდება და უკეთ გამოიყურება, რადგანაც არ ხდებოდა კანის ჩაკეცვა ნამკურნალებ ადგილას, კანის დაღარიანება მიმიკური მოძრაობების გამო არ ვითარდება და კანი გამოიყურება უკეთესად.
რა ადგილებში ტარდება ბოტოქსის ინექციები ?
უმეტესად ეს გახლავთ ნაოჭები თვალების ირგვლივ (”ბატის თათები”), გლაბელას მიდამოში (”მრისხანების ნაოჭები” წარბებს შორის), ნიკაპზე (”წვეტიანი” ნიკაპის შემთხვევაში), შუბლზე.
შველის თუ არა ბოტოქსი ოფლიანობას?
ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) საკმაოდაა გავრცელებული და დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში, ბოტოქსის (დისპორტის) კანქვეშა ინექციები უბრალო, სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ამ პრეპარატის მიკროსკოპული დოზები ახდენს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებით შეჩერებას. ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულად გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.
საქართველოში პირველად, ჰიპერჰიდროზის (იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების ოფლიანობის) სამკურნალოდ, ბოტოქსის ინექციები წარმატებით იქნა დანერგილი ჩვენს კლინიკაში.
|