არაქირურგიული პროცედურები

ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავება

პირველად საქართველოში!!!

სენსაცია ლაზერული ტექნოლოგიების, ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში!!!

დრო და ასაკი ზემოქმედებს ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ყველა ქალის ცხოვრებაზე.

სექსუალური სფეროს ჰარმონია ნებისმიერი ასაკის ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებები ხშირად დისკომფორტისა და ინტიმური დარღვევების მიზეზი ხდება.

ასაკთან ერთად იცვლება ქალის საქესო ორგანოების მდგომარეობა, ქვეითდება საშოს კედლების ტონუსი და ელასტიურობა (განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ), მცირდება საშოს სეკრეცია, ვითარდება სიმშრალე, ქვეითდება აგზნებადობა, მგრძნობელობა. ხშირია საშოს გაღიზიანება, დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ძნელად მიიღწევა ორგაზმი.

ქალების 40 – 60 %–ს, მენოპაუზის პერიოდში, უვითარდება საშოს ჰიპოტროფია ან ატროფიული ვულვოვაგინიტი, რასაც თან ახლავს აქტიური სქსობრივი ცხოვრების დაქვეითება.  გარდა ამისა, ასაკთან ერთად იცვლება გარეთა სასქესო ორგანოების ფორმა, ფერი, ვითარდება პიგმენტური ლაქები და ა.შ.

მშობიარობა, ასაკი,  ჭარბი წონა და  ჰიპოდინამია  ასუსტებს მენჯის და საშოს კუნთების ტონუსს.

ამავე მიზეზებით ხშირია შარდის შეუკავებლობა ხველების, სიცილის და სტრესის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ  უხერხულობა და  სტრესი სქესობრივი აქტის და   ჰიგიენური პროცედურების დროს, არ არის ხილული სხვისი მზერისთვის, ის უცილობლად ამახინჯებს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და იწვევს ქალის თავდაჯერებულობის და თვითშფასების შემცირებას, სოციალურ დეზადაპტაციას.

რამდენადაც თანამედროვე აქტიური  ქალის ცხოვრების ხარისხს ყოველმხრივი ჯანმრთელობა განაპირობებს, სქესობრივი სფეროს კორექციის მოთხოვნილება მთელს მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, რაც მიუთითებს სქესობრივი სფეროს ნორმალიზაციის აუცილებლობაზე.

საშოს პირვანდელი ზომებისა და ფორმის აღდგენა, დღემდე მხოლოდ ქირურგიული ოპერაციების დახმარებით იყო შესაძლებელი. ეს მეთოდი საჭიროებს საკმაოდ ხანგრძლივ რეაბილიტაციას, ზოგჯერ ვითრდება ოპერაციის შემდგომი ნაწიბუროვანი დეფორმაცია, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნის პაციენტს.

რამდენიმე წლის წინ, საშოს პირვანდელი ზომების  აღსადგენად ქირურგიული ჩარევის გარეშე, ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ, შემუშავებულ იქნა სპეციალური ლაზერული მეთოდიკა, ე.წ. ვულვო–ვაგინალური გაახალგაზრდავება – LVT (Laser Vaginal Tightening).

LVT (Laser Vaginal Tightening) – წარმოადგენს გინეკოლოგიის და ესთეტიკური მედიცინის მოწინავე ტექნოლოგიების შერწყმას და მიზნად ისახავს გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს ასაკობრივი ცვლილებების და დაქვეითებული სექსუალურობის აღდგენას.

ქირურგიული ოპერაციებისგან განსხვავებით, ლაზერული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სასურველი შედეგები მიღწეულ იქნას შემჭიდროვებულ ვადებში, უსაფრთხოდ, განსაკუთრებული მომზადების და ხანგრძლივი ანესთეზიის გარეშე. პაციენტი დაუყოვნებლივ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, რეაბილიტაციის პერიოდი კომფორტულია.

ვულვო–ვაგინალური ლაზერული გაახლგაზრდავება (LVT) ტარდება სპეციალური ერბიუმის ლაზერით, რაც გაცილებით უსაფრთხოა წინა წლებში გავრცელებულ CO2 ლაზერთან შედარებით და ქსოვილებზე მინიმალური ზემოქმედებით მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი.

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, უმტკივნეულოა და იკავებს 30 წუთამდე დროს.

პროცედურის შედეგად, კოლაგენის გაძლიერებული გამომუშავების და აღდგენის ხარჯზე, საშოს კუნთები იბრუნებენ პირვანდელ ელასტიურობას, იმატებს საშოს ტონუსი, აღდგება მიკროცირკულაცია და ლორწოვანი იბრუნებს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. შედეგად უმჯობესდება ეროგენული მგრძნობელობა, იმატებს ლიბიდო, უმჯობესდება კლიტორული და ვაგინალური ორგაზმი. იმატებს თვითშეფასების დონე და  ფსიქოლოგიური კომფორტი.

რეაბილიტაციის პერიოდი, სხვა ლაზერებისგან განსხვავებით 3–4 დღეა. ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ სქსობრივი კონტაქტისგან, საუნის, საცურაო აუზის და ფიზიკური დატვირთვისგან.

ამ მეთოდის გამოყენება არ ხდება მცირე მენჯის ორგანოების მწვავე ანთებითი ან ონკოლოგიური პათოლოგიების,  სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის დროს, ორსულობის და ლაქტაციის, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში (2თვის განმავლობაში). პროცედურა არ ტარდება საშვილოსნოს ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნის დროს და 65 წ–ზე ზევით ასაკში.

ჩვენება პროცედურის ჩატარებისთვის:

-საშოს ატროფიული პროცესები;

-მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები;

-გარეთა სასქესო ორგანოების ესთეტიკური დეფექტები;

-საშოს მგრძნელობის დაქვეითება;

-მშობიარობის შემდგომ საშოს პირვანდელი ზომების აღდგენა;

-40 წლის ზემოთ ასაკი - საშოს რელაქსაციის სინდრომის პროფილაქტიკის მიზნით;

-საშოს ატონია და ვაგინალური რელაქსაციის სინდრომი;

-დიდი ზომის საშო.

სადღეისოდ, LVT – საუკეთესო მცირეინვაზიური და ამავე დროს ბუნებრივი მეთოდია გინეკოლოგიური დაბერების პროცესების საწინააღმდეგოდ.

ეს ინოვაციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს მოხდეს საშოს ლორწოვანის რეკონსტრუქცია, მისი მოცულობის, სიმკვრივის და ტენიანობის ადგენა გვერდითი მოვლენების, მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდების და ტრადიციული ქირურგიული მეთოდების გამოყენების გარეშე.

პროცედურის შედეგად  ლაზერული ზემოქმედების გამო, კოლაგენის ბოჭკოები მყისიერად იკუმშება თითქმის 2/3–ით, დამუშავებული  ქსოვილი მკვრივდება, იწყება ნეოკოლაგენეზის პროცესები, გამომუშავდება ახალი კოლაგენი, რასაც მოსდევს საშოს ატონიის შემცირება, ელასტიურობის მომატება, ვაგინალური რელაქსაციის სინდრომის ეფექტის შემცირება.

LVT (Laser Vaginal Tightening) მეთოდი, უოპერაციოდ:

–ამცირებს საშოს ზომას 20%–მდე;

–ზრდის საშოს მგრძნობელობას 95%–მდე;

–ზრდის ორგაზმის დროს შეგრძნებებს 57%–მდე;

–ამკვრივებს საშოს კედლებს და ხელს უწყობს ნეოკოლაგენეზის პროცესს;

–მკურნალობის კურსი 2–3 სეანსია, 3–4 კვირის ინტერვალით.

ესთეტიკური მედიცინის მსოფლიო ექსპერტებმა LVT (Laser Vaginal Tightening) აღიარეს როგორც ინტიმური პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა, ჭეშმარიტად გამაოცებელი და შთამბეჭდავი შედეგებით.

LVT (Laser Vaginal Tightening) - ქალური სექსუალურობის რევოლუციური საიდუმლო!!!

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს

https://www.youtube.com/watchv=n2dYgOC0eRk&feature=youtu.be