Untitled Document
მთავარი გვერდი ISAPS ოქროს ბრენდი 2006 - 2007 - 2008 ქართული ბრენდი 2008 - 2009 ENGLISH
Untitled Document
 
Phone: +(995 32) 914-914; +(995 32) 36-50-36    
 
სახე ცხვირი მკერდი სხეული
Untitled Document

მკერდის გადიდება

მკერდის გადიდება იმპლანტირებით
მკერდის გადიდება იმპლანტირებით, ანუ აუგმენტაციური მამოპლასტიკა, გახლავთ ქირურგიული პროცედურა ქალის მკერდის ზომისა და ფორმის შესაცვლელად. აღნიშნული ოპერაციის გაკეთების სურვილი შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • - საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილებით;
  • - მკერდის დეფორმაციით მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ;
  • - მკერდის ასიმეტრიით;

- მკერდზე ადრე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი დეფექტებით.
მრავალი ქალისათვის მკერდის გადიდება არა მხოლოდ გარეგნობის შეცვლის, არამედ მეტი თვითდაჯერებულობის და საკუთარი გარეგნობის გამო არსებული კომპლექსებისგან თავის დაღწევის საშუალებაა.

იმპლანტის სახეობები
დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიების მიერ მოწოდებულია მრავალი ტიპის მკერდის იმპლანტი, როგორც მრგვალი, ასევე ანატომიური, ანუ ე.წ. ”წვეთისმაგვარი” ფორმის. იმპლანტი შეიძლება იყოს სილიკონის ჟელეთი ან ფიზიოლოგიური ხსნარით. სილიკონი ჟელეს გააჩნია ბუნებრივი დრეკადობა, და საკუთარი ფორმის მახსოვრობის ფენომენი.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმპლანტებისადმი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ისინი იყვნენ ორგანიზმისათვის მაქსიმალურად შეთავსებადი და ოპტიმალურად მიახლოებული ანატომიურ ფორმებთან.

რისკი და გართულებები
სილიკონის იმპლანტების და მასთან დაკავშირებული რისკებისა და გართულებების შესახებ შეგიძლიოთ იხილოთ ჩვენი სპეციალური პრეზენტაცია >>>

იმპლანტის ტიპსა და მის განლაგებას განსაზღვრავს ქირურგი პაციენტის ანატომიიდან გამომდინარე. განაკვეთი შეიძლება გაკეთდეს სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცთან, დვრილის ირგვლივ,- მუქ და ღია ფერის კანის საზღვარზე, ან იღლიაში.

ოპერაციის ხანგძლივობა დაახლოებით 1-1,5 საათია.

ოპერაციის შემდგომ პაციენტი, 1 თვის განმავლობაში  ატარებს სპეციალურ კომპრესიული ბანდაჟს შეხორცების პროცესის ხელშესაწყობად.

პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზედმიწევნით იქნას დაცული ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები.

იხილეთ ფოტოები >>>