Untitled Document
მთავარი გვერდი ISAPS ოქროს ბრენდი 2006 - 2007 - 2008 ქართული ბრენდი 2008 - 2009 ENGLISH
Untitled Document
 
Phone: +(995 32) 914-914; +(995 32) 36-50-36    
 
სახე ცხვირი მკერდი სხეული
Untitled Document

INTELLECTUAL სოლარიუმი

უბრალოდ წამოწექით, მოეშვით და მიიღეთ “მზის სარეცელისგან” თქვენი კანისთვის ენერგიის ოპტიმალური დოზა, გაიზიარეთ გარუჯვის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურობაზე და კანის მოვლის სრულფასოვნებაზე. ვრცლად ▼

EASY CARE-ს დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ანდობენ კანს

EASY CARE-ს საშუალებით ხდება თქვენს კანში მელანინის შემცველობის განსაზღვრა და არსებული გარუჯვის ხარისხის დადგენა;
მელანინის შემცველობის განსაზღვრის შემდეგ, მონაცემები ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა სოლარიუმის მართვის სისტემას;
ამის შემდეგ, სოლარიუმი ავტომატურად გადაეწყობა თქვენი კანისთვის ოპტიმალურ და ინდივიდუალურ რეჟიმზე.

ეს ყველაფერი ისეთი მარტივია!...

ყოველი 2 ქალიდან და 5 მამაკაციდან ერთს, უვითარდება ოსტეოპოროზი. 40 წლის ასაკიდან ძვლების ატროფიის რისკი დღითი-დღე იზრდება, მაგრამ ზოგსახალგაზრდობაშივე აწუხებს ზემოხსენებული პათოლოგია. ასე, რომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა საჭიროა უფრო ნაადრევი ასაკიდან დაიწყოს.

კალციუმის და ფოსფორის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ განვითარებას.
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში ხდება ამ მინერალების ასათვისებლად საჭირო D3 ვიტამინის სინთეზი, რაც ესოდენ აუცილებელს ხდის ზომიერ გარუჯვას ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

 

ულტრაიისფერი სხივების ზომიერ ზემოქმედებას ორგანიზმზე უამრავი დადებითი ეფექტი გააჩნია:

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას და სიცოცხლისუნარიანობას
2. ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას
3. აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
4. აჯანმრთელებს თქვენს კანს და ანიჭებს მას სრულყოფილებას
5. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, კანის სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებას
6. აუცილებელია ზამთრის დეპრესიის მკურნალობისთვის
7. ამცირებს მკერდის, პროსტატის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნის განვითარების რისკს.

 

BODY WAVE

საოცარი შედეგი დროის მცირე მონაკვეთში

BODYWAVE - რევოლუციური და მაღალტექნოლოგიური სისტემაა, რომელიც ვიბრაციის გამოყენებით ახდენს ექსტრაორდინარულ გავლენას თქვენს სხეულზე: მოჰყავს ტონუსში, ახდენს ფიგურის კორექციას, ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს. პირველივე სეანსიდან გრჩებათ ნეტარების შეუდარებელი შეგრძნება.

მიზანი მიღწეულია, უკვე შესაძლებელია ერთდროულად გაირუჯოთ, განიტვირთოთ და შეიძინოთ სილამაზე - BODYWAVE ტურბოსოლარიუმის გამოყენებით.

ამ მაღალტექნოლოგიური გამოგონების საშუალებით 10 წუთში, გარდა გარუჯვისა, თქვენ ახერხებთ:
ვრცლად ▼

1. დაიკლოთ წონაში
2. გაავარჯიშოთ სხეული
3. ხელი შეუშალოთ ცხიმის დაგროვებას

მსოფლიო აღიარება
სადღეისოდ, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ანიჭებს არჩევანს ახალი სახეობის ვარჯიშს. თავდაპირველად სხეულის გავარჯიშების ეს საშუალება კოსმოსურ ხომალდზე კოსმონავტებისთვის იქნა მოწოდებული. მაგრამ უკვე, მწვრთნელები, ექიმები, ფიზიოთერაპევტები და ორთოპედები ერთხმად აღიარებენ ვიბრაციის გასაოცარ, დადებით ეფექტს: ერთი მოძრაობა, რომელიც ეფექტურ გავლენას ახდენს კუნთოვან, ნერვულ, გულსისხლძარღვთა, ძვალსახსროვან სისტემაზე და ცხიმოვან ქსოვილზე.

ყველაფერი ერთ მოქმედებაში
BODYWAVE -ის მოძრავი პლატფორმის რხევისას წარმოქმნილი ვიბრაცია ვრცელდება მთელს სხეულზე და აიძულებს კუნთებს იმუშაოს სხეულის ბალანსირებისთვის, რაც წარმოშობს სამმაგ პოზიტიურ რეაქციას:
1. მექანიკური - კუნთოვანი ქსოვილის ტონუსში ყოფნის გამო ხდება ჭარბი ცხიმის წვა;
2. ქიმიური - ბალანსდება ნეიროვეგეტატიური ფუნქციები;
3. ნევროლოგიური - ნეტარების შეუდარებელი შეგრძნება

ერთდროულად 4 შედეგი 1 პროცედურაში

1. გარუჯვა

BODYWAVE - გარუჯვის უნიკალური, უსაფრთხო და კონტროლირებადი სისტემაა. რევოლუციური BODYWAVE ტექნოლოგიით მკვეთრად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, მდიდრდება კანი ჟანგბადით და ხდება მელანოციტების სტიმულირება. გარუჯვის ეს სისტემა ბევრად სწრაფი და სრულყოფილია.

2. ფიტნესი

BODYWAVE წარმატებული ფიტნეს-ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს კუნთების ზომიერ და ეფექტურ ვარჯიშს სრული ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში.

3. სილამაზის ცენტრი

BODYWAVE -ს საშუალებით შედეგს სულ რამდენიმე წუთში იღებთ. ზომიერი გარუჯვა და ეფექტური ვარჯიში აკუმულირებულია სულ რაღაც 2 კვ.მ. სივრცეში. ნამდვილი "სილამაზის ტალღა" ეფექტურად ებრძვის ცხიმის დაგროვებას, ალამაზებს და მომხიბვლელს ხდის თქვენს სხეულს.

4. რელაქსაცია

BODYWAVE- მოდუნების ახლებური მეთოდია, შესანიშნავი მოძრაობით და ნეტარების განუმეორებელი
განცდით.

 

ვიბრაციის რეგულირებადი სიხშირე სხვადასხვა საჭიროებისთვის
ვიბრაციის სხვადასხვა სიხშირეებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი:

 

დაბალი სიხშირის რყევა იდეალურია ცელულიტის სამკურნალოდ

აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ლიმფური სისტემის დრენაჟულ ფუნქციას, აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ჟანგბადითმომარაგებას და მის აღდგენას.

საშუალო სიხშირის რყევა – წონის დასაკლებად

მომატებული ვიბრაცია და პლატფორმის უფრო აქტიური რყევა აიძულებს თქვენს კუნთებს მეტად შეინარჩუნოს სხეულის წონასწორობა, რასაც მოსდევს ენერგიის და კალორიების მეტი ხარჯვა, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის წვა.

ფიტნესი

BODYWAVE ასევე წარმატებული ტექნოლოგიაა ფიტნესში, ახდენს რა კუნთოვანი ქსოვილის ზომიერ და ეფექტურ ვარჯიშს, სრული ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში.

პროცედურა იწყება კუნთების ოპტიმალური გახურებით და მთავრდება ექსკლუზიური მოდუნების ფაზით.

კოლაგენარიუმი
(Red Light Therapy®)

გია გვარამიას კლინიკა გთავაზობთ მორიგ მსოფლიო სიახლეს ესთეტიკურ მედიცინაში, – წითელი შუქით მკურნალობას (Red Light Therapy®),– კანის გაახალგაზრდავების და განახლების არაინვაზიურ, სრულიად უსაფრთხო მეთოდს.. ვრცლად ▼

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს დანადგარი, რომელიც სოლარიუმის მსგავსია და ულტრაიისფერი სხივების ნაცვლად წითელ შუქს ასხივებს. ეს უკანასკნელი ცნობილია ქსვილებზე თავისი სამკურნალო ზემოქმედებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი შუქის მიერ კანის იმ უჯრედების სტიმულირება, რომლებიც გამოიმუშავებენ კოლაგენსა და ელასტინს. პროცედურის შედეგად, ასევე აქტიურდებიან ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის კვებას და ჟანგბადით მომარაგებას.
კოლაგენის პროდუქციაზე ძლიერ მასტიმულირებელი გავლენის გამო, წითელი შუქით სამკურნალო (Red Light Therapy®) დანადგარებს  კოლაგენარიუმი (კოლარიუმი) უწოდეს. 

მეთოდის ეფექტურობამ, მოკლე ხანში, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გასაოცარი შედეგები აჩვენა. წითელი შუქით თერაპიის (Red Light Therapy®) რამდენიმე სეანსის შემდეგ, კანი გაცილებით ელასტიური და ჯანსაღი ხდება.  რეგულარული სეანსების შედეგად კი მისი დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად ნელდება  და ახალგაზრდავდება.

სადღეისოდ, წითელი შუქით მკურნალობა (Red Light Therapy®)ითვლება უახლეს სიტყვად ესთეტიკურ მედიცინაში. ხანგრძლივი გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მას არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. მეთოდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია აშშ წამლისა და საკვები პროდუქტების ზედამხედველობის სამსახურის (FDA) მიერ და მას მსოფლიოს მრავალ მოწინავე კლინიკაში იყენებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი შუქით მკურნალობის (Red Light Therapy®) სეანსები გარუჯვის მოყვარულთათვის (მიუხედავად იმისა, მზეზე ირუჯებიან თუ სოლარიუმში).

კოლაგენარიუმის და (Red Light Therapy®)  უპირატესობათა ჩამონათვალი ასეთია:

  • გააჩნია კანის გაახალგაზრდავების გამოხატული  ეფექტი;
  • ამცირებს კანის დანაოჭებას;
  • აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს;
  • სარძნობლად ამცირებს ნაწიბუროვან ქსოვილს, სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს და პიგმენტაციას კანზე;
  • აორმაგებს (200% ზრდის) დაზიანებული კანის აღდგენის ინტენსივობას;
  • რეკომენდირებულია ჭარბი გარუჯვის შემთხვევაში;
  • ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების განახლებას;
  • ეფექტურია აკნეს, სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ;
  • აუმჯობესებს კანის ოქსიგენაციას (ჟანგბადით მომარაგებას), მეტაბოლიზმს, სისხლის მიმოქცევას;
  • ეფექტურია ფსორიაზისა და ეკზემის სამკურნალოდ;
  • არა აქვს გვერდითი მოვლენები;
  • აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

ცვლილებები ქსოვილებში ვლინდება ზემოქმედებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. დადებითი შედეგის მისაღწევად, წითელი შუქით თერაპიის (Red Light Therapy®)  სეანსები უნდა ჩატარდეს რეგულარულად, 1–2 თვის განმავლობაში, კვირაში 2–ჯერ. საუკეთესო ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველია რამდენიმე თვის განმავლობაში (განსაკუთრებით გარუჯვის სეანსების შემდეგ) კვირაში 1 პროცედურის ჩატარება.

მკურნალობის 1 სეანსის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთია.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი შუქი უსაფრთხოა თვალებისთვის, სეანსის დროს სასურველია მუქი სათვალის გამოყენება.

რამდენადაც წითელი შუქით თერაპიას (Red Light Therapy®) ულტრაიისფერი გამოსხივება არ ახლავს, სეანსის დროს კანის გარუჯვა არ ხდება !